ანონსები
30 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში შემდეგ ღონისძიებებს გამართავს:
1. საჯარო ლექცია: „თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება“
ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა ძირითადი კანონებისა და აღმოჩენების გამოყენებით მიღწეული ტექნოლოგიური წარმატებები და სიახლეები. ასევე ყურადღება დაეთმობა მომავლის ტექნოლოგიებს და მის სამომავლო პრაქტიკულ პერსპექტივებს.
ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის დირექტორი- ბ-ნი კახაბერ თავზარაშვილი გაუძღვება.
2. საჯარო ლექცია: „ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება“
ლექცია შეეხება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების მნიშვნელობას და მის მოცემულობიდან სწორი დასკვნების გამოტანას. ასევე მონაწილეები გაეცნობიან დამაჯერებელი დასაბუთების ხერხებს.
ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბ-ნი ირაკლი ნოსელიძე გაუძღვება.
3. ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის პრეზენტაცია
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ფაკულტეტები და მათი მახასიათებლები.
თარიღი: 30.03.2018
დრო: 10:00 სთ
ადგილი: ქ.ბათუმი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, ჯავახიშვილის 5